17 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
მწერლები და გამომცემლები მიხეილ გიორგაძეს უპირისპირდებიან და მის გადადგომას ითხოვენ

მწერლები და გამომცემლები განათლების მინისტრის მოადგილეს, მიხეილ გიორგაძეს უპირისპირდებიან და მის გადადგომას ითხოვენ. მწერლების ამბოხების მიზეზი კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილის დაუდევრობა გახდა.

მიხეილ გიორგაძეს მწერლები წინასწარ შეუთანხმდნენ, რომ სამინისტროში გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდებოდა, რომელიც საქართველოში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჩამოიყვანეს. სტუმარი საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანს ფოიეში ელოდა, როდესაც მიხეილ გიორგაძე შენობიდან გავიდა და თქვა, რომ შეხვედრა გადაიფიქრა.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი თავდაპირველად მინისტრს უნდა შეხვედროდა, თუმცა მიხეილ ბატიაშვილმა მოცულობების გამო უარი თქვა და შეხვედრაზე მოადგილე გააგზავნა. საბოლოოდ კი სამინისტროდან ავტორიტეტული სტუმარი ისე გაუშვეს, რომ მის მეხსიერებას მხოლოდ ფოიეში ლოდინი შემორჩება.

მწერლები დარწმუნებულები არიან, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა შეხვედრა უხერხული კითხვების თავიდან ასაცილებლად ჩაშალეს.

გამომცემელთა მსოფლიო ორგანიზაციის წევრებთან ერთად დღეს შეხვედრაზე ქართველი გამომცემლებიც მივიდნენ, მათ მინისტრის მოადგილისგან აინტერესებდათ სახელმძღვანელოების ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარებისთვის რა კეთდება უწყებაში. ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ გამომცემლები ამბობენ, რომ მიშა გიორგაძე მათ დაემალა.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვედრაზე უნდა ეთქვა, რომ მზად იყო 2020 წელს მსოფლიო გამომცემელთა კონგრესის თბილისში ჩაეტარებინა. მომხდარით მსოფლიო გამომცემლობების პრეზიდენტი შოკშია, ამბობს, რომ ასეთ არასდროს არასად არაფერი უნახავს.

მომხდარი უსიამოვნო ფაქტს განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნები ორგანიზატორებს აბრალებენ, მინისტრის მეორე მოადგილის განცხადებით, რომელმაც მოგვიანებით შეხვედრის სურვილი გამოთქვა, ამბობს, რომ დელეგაციის ხელმძღვანელს გამიზნულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია რის გამოც აუდიენცია აღარ შედგა.

ამავე თემაზე
დღის ამბები