17 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
„მინდა, ყველას მოვულოცო დღევანდელი დღე" - სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა

სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა. მსვლელობას, რომელიც დღეს ნინოობის დღესასწაულზე ფოკაში დაიწყო, პრეზიდენტი მოუძღვება. მრევლი და სასულიერო პირები 42 დღიან ლოცვით მსვლელობას იწყებენ. მსვლელობა 12 ივლისს მცხეთაში დასრულდება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გზას იქამდე გაივლის, სადამდეც შეძლებს. საქართველოს პრეზიდენტი მსვლელობისას თან ატარებს წმინდა ნინოს ჯვარს.

„მინდა, სრულიად საქართველოს და ყველას მოვულოცო დღევანდელი დღე. წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს და ჩვენ ყველას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის მერე საქართველო გამთლიანდა, საქართველო გაქრისტიანდა და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. მე ყველას გისურვებთ, რომ მისი მადლი გფარავდეთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები. მამუკა ბახტაძემ წმინდა ნინოს დღესასწაული მოსახლეობას მიულოცა.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის ბედნიერების დღე. 1700 წლის წინ ამ წმინდა მიწაზე ფეხი დაადგა წმინდა ნინომ ვაზის ჯვრით და დაიწყო და გაგრძელდა მოქცევა ქართლისა. ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები