17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
შეერთებული შტატები საემიგრაციო წესებს ამკაცრებს

შეერთებული შტატები საემიგრაციო წესებს ამკაცრებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი ზომები მიიღო, რომლის თანახმადაც, ამერიკის ვიზის მიღების მსურველმა საკუთარი სოციალური მედიის დეტალები უნდა გაამჟღავნოს.

შეცვლილ განაცხადის ბლანკში აპლიკანტმა სოციალურ ქსელებში საკუთარი ანგარიშების შესახებ ინფორმაცია უნდა მიუთითოს.

უწყების განმარტებით, დამატებითი ცნობების მოგროვება გააუმჯობესებს აპლიკანტის ვინაობის შემოწმებისა და დადასტურების პროცესს. ახალი რეგულაცია ძალაში 31 მაისიდან შევიდა და ის ტურისტული, სტუდენტური და სამუშაო ტიპის ვიზებს შეეხება. გამონაკლისი იქნება დიპლომატიური და ოფიციალური დელეგაციების ვიზები.  

დღის ამბები