17 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ხელისუფლებამ კომპანია „ორბის“ ბახმაროში 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა

ბახმაროში, კომპანია „ორბის“ ხელისუფლებამ 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. 2019 წლის 15 მაისის მთვარობის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთმანეთის მომიჯნავედ, 9 მიწის ნაკვეთი სამშენებლო კომპანია „ორბის“ უკონკურსოდ გადაეცა. 5 წლის ვადაში კომპანიამ, არა ნაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო და დამატებითი კომერციული ფართები უნდა ააგოს. კომპანიამ სულ 50 მილიონის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.  

ადგილობრივი ოპოზიცია ფიქრობს, რომ კომპანია „ორბი“ „ქართული ოცნების“ ოფიციალური დამფინანსებელია და არჩევნებზე „შავი ფულის“ შემომტანი.

ტერიტორიით დაინტერესებული იყო ავსტრიელი ინვესტორიც, რომელიც მზად იყო მიწაში ფულიც გადაეხადა და ხარისხიანი პროექტებიც განეხორციელებინათ, თუმცა სახელმწიფოსა და გამოცდილ ბიზნესმენს შორის მოლაპარაკებები არ შედგა. 

ხელისუფლებასა და კომპანია შორის, პოლიტიკურ და კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ”დემოკრატიული აუდიტის ცენტრის” ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი. ის ამბობს, რომ მთავრობას სხვა ინვესტორების შეთავაზებები არც კი განუხილავს.

კომპანია „ორბიმ“ ინვესტიცია 5 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს. თუმცა გაირკვა, რომ „ორბის“ სახელმწიფოსთვის პროექტირების გეგმა არ წარუდგენია. 

 

 

დღის ამბები