17 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
"უყვებოდა ინტიმური შინაარსის ისტორიებს, სთავაზობდა ფულს" - 82 წლის მასწავლებელი გარყვნილ ქმედებებში ამხილეს

კახეთში, 82 წლის პედაგოგს გარყვნილ ქმედებაში ამხილეს. შემთხვევა დედოფლისწყაროს ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მოხდა. ირკვევა, რომ 82 წლის მასწავლებელი 12 წლის გოგონას ხშირად უყვებოდა სხვადასხვა ინტიმური შინაარსის ისტორიებს, პირდებოდა ფულსაც და საჭიროების შემთხვევაში დახმარებასაც სთავაზობდა. არსებული ინფორმაციით ფიზიკურ კონტაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა პედაგოგის სექსუალური ისტორიებით შეწუხებულმა გოგონამ, დახმარებისთვის დირექციას მიმართა.

„როგორ უყვარდა პატარა ბავშვი, მეშვიდე კლასელი მოსწავლე, მასავით როგორც შენ მიყვარხარ, ისე მიყვარდა. ვხვდებოდით ერთმანეთს, ვეფერებოდი და რა ვიცი უხამსობები, რომელიც არავის არ შეეფერება, არამც თუ მასწავლებელს. შეთავაზება იყო როგორი, რომ მე დაგეხმარები თუ რამეში დაგჭირდი, მობრძანდი ჩემთან და ფულსაც აძლევდა,“-აცხადებენ სკოლაში.

არსებობს აუდიოჩანაწერებიც, რომლებიც თავად მოსწავლებ გააკეთა და დრომლებზეც გარყვნილი ქმედებაა დაფიქსირებული. ჩანაწერს უკვე სწავლობს პოლიცია, ძიება გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო.

„სად ხვდებოდა და კალიდორში ჩვეულებრივად. წიგნი ჰქონდათ გადაშლილი ვითომ გაკვეთილზე გელაპარაკებიო. ისე რომ კაბინეტში  შეჰყავდა, იტოვებდა და ის, ესეთი რამე არა. ჩანაწერი მოხდა, რომ ჩაიწერა ამ ბავშვმა გარეთ დასვენებაზე ისტორიის წიგნი ჰქონდათ გადაშლილი და ვითომ გაკვეთილზე გიყვებიო და უყვებოდა ამას,“-აცხადებენ სკოლაში.

82 წლის მამაკაცი პედაგოგიურ საქმიანობას უკვე ჩამოაშორეს, როგორც სოფელში ამბობენ, მსგავს ქმედებაში ის მანამდეც იყო შემჩნეული, თუმცა სკოლაში დღევანდელ დღემდე მუშაობდა.

„ვერ უმტკიცებდნენ ვერაფერს. ვერ დამიმტკიცებ მე შენაო. მახეს დაგიგებ მოგაშორებო, შენ ვერ მომაშორებო ეუბნებოდა. დირექტორს ეუბნებოდა. მალავდა, ყველა მალავდა. მარტო ეგაა რომ ქვეყანამ გაიგოს რომ ესეთი მაიმუნი დაისაჯოს,“-განაცხადა დაზარალებული გოგონას ბებიამ. 

დღის ამბები