17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
აქცია განათლების სამინისტროსთან - სტუდენტები სახელმწიფოს კუთვნილი სტიპენდიების გადახდას სთხოვენ

სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები სახელმწიფოს კუთვნილი სტიპენდიების გადახდას სთხოვენ. სახელმწიფოს დაახლოებით 2000-მდე ახალგაზრდის ვალი აქვს.

დღეს სტუდენტები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ და განათლების სამინისტრომდე მსვლელობით მივიდნენ. მათი თქმით, კუთვნილ სტიპენდიების მიღებამდე ისინი აქციებს გააგრძელებენ.

„ამ სტიპენდიას როგორც მოგეხსენებათ ჰქვია პრეზიდენტის სტიპენდია სტუდენტებს. ამ დროს პრეზიდენტი სადღაც პილიგრიმულ მოგზაურობაშია გადახვეწილი. ასეთ მდგომარეობაში ვართ,“-აცხადებენ სტუდენტები. 

დღის ამბები