17 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის 50-მდე თანამშრომელი, თითქმის ორი თვეა, უხელფასოდ მუშაობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის 50-მდე თანამშრომელი თითქმის ორი თვეა უხელფასოდ მუშაობს. დაპირებების მიუხედავად, შრომის ანაზღაურება მერიის აიპ-ის თანამშრომლებს არ აუღიათ. მათივე ინფორმაციით, ხელფასის გარეშე არიან დარჩენილი დასუფთავების სამსახურის და ბაღების თანამშრომლებიც. პრეტენზიებს ისინი დღეს სიღნაღის მერს უყენებდნენ.

სამუსიკო სკოლის პედაგოგების აღშფოთება განსაკუთრებით ორმა ფაქტმა გამოიწვია. მაშინ, როდესაც მათთვის ადგილობრივ ბიუჯეტში ხელფასის თანხები არ მოიძებნა, მერიის მაღალჩინოსნებმა ანაზღაურება წარმატებით აიღეს და სამივლინებო ხარჯებიც გაიზარდეს. მაგალითად სიღნაღის მერი გაურკვეველი მიზეზით ცეკვის ანსამბლს პოლონეთში გაყვა.

სიღნაღის მერი, გოგი გოგიაშვილი ამბობს, რომ არ იცოდა, რომ მისი დაქვემდებარებული აიპ-ის თანამშრომლები, უხელფასოდ მუშაობდნენ.

ერთსაათიანი ხმაურიანი შეხვედრა მერთან უშედეგოდ დასრულდა. სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს შეკიტხვაზე, როდის აიღებენ სახელფასო დავალიანებას. ისინი აპირებენ სახალხო დამცველსა და პროკურატურას მიმართონ.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

 

 

დღის ამბები