17 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
თუ ჩვენ საწვავის მეტი ხარჯი გვაქვს, ჩვენ დიდი რეგიონი ვართ, შაბათ-კვირასაც დავდივარ სოფლებში - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი

130 ათასი ლიტრი საწვავი ორ წელიწადში - არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევით შვიდმა გუბერნატორმა ორი წლის მანძილზე წარმოუდგენლად დიდი ოდენობის საწვავის ხარჯი გაიღო. 

თუმცა თავად რწმუნებულები ასე არ ფიქრობენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ამბობს, რომ საწვავის ხარჯი გასაკვირი არ არის, რადგან მისი რეგიონი საკმაოდ დიდია. ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ის არასამუშაო დღეებშიც კი დადის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში. მოწერელია ამტკიცებს, რომ ის იმაზე ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მისთვის არის ლიმიტირებული.  

„აუდიტის სამსახური გეგმაზომიერად ამოწმებს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციას - ეს ერთი. და თუკი, ჩვენ გვაქვს შედარებით უფრო მეტი ხარჯი საწვავის, ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ჩვენ დიდი რეგიონი ვართ, მაღალმთიანი ნაწილიც ძალიან დიდი არის ჩვენს რეგიონში და რაც შეეხება არასამუშაო დღეებს, თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად ნახოთ, რომ შაბათ-კვირასაც კი მე ვიმყოფები ძალიან ხშირად ჩვენი რეგიონის სხვა და სხვა სოფლებში.

ამდენად როგორ ითვლება ეს, არასამუშაო დღეს მე გადახარჯვა მაქვს, არ მაქვს, მე ვერ მოგახსენებთ. მე ვიცი, რომ ის ლიმიტი, რაც მე მაქვს იმაზე გაცილებით უფრო ნაკლები საწვავი მაქვს მოხმარებული. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს დოკუმენტში და ამდენად, არ ვიცი რას ეყრდნობა ის კვლევები,“- აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

დღის ამბები