ნახევარ მილიონზე მეტი კილომეტრი - რეგიონების გუბერნატორების გავლილი მანძილი და ტონობით ბენზინი, რომელიც უშედეგოდ იხარჯება. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ დათვალა, რამდენს მოძრაობენ ჩინოვნიკები სამსახურებრივი ავტომობილებით და რა უჯდება სახელმწიფოს მათი გადაადგილება. შედეგები არადამაჯერებელია. რიცხვები ამბობენ, რომ რეგიონების ხელმძღვანელებმა დედამიწას უკვე რამდენჯერმე შემოუარეს.
მაგალითად, სამეგრელოს გუბერნატორმა ორი წლის განმავლობაში 133 ათასი კილომეტრი გაიარა. პრაქტიკულად, მან მანქანით დედამიწას სამჯერ შემოუარა. მას ცოტათი ჩამორჩება სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი, რომელმაც 2017-2018 წლებში სახელმწიფო მანქანით გადაადგილების რეკორდი მოხსნა და 126 ათასი კილომეტრი გაიარა. ეს, დაახლოებით, იმდენია, დედამიწას ეკვადორის მარშრუტით წრე რომ სამჯერ შემოარტყა.
არასამთავრობო ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ ეს კორუფციის პირდაპირი მაჩვენებელია. სამოქალაქო სექტორს ოპოზიციაც ეთანხმება, თუმცა "ქართულ ოცნებაში" გუბერნატორების მაღალ ეფექტურ საქმიანობაზე საუბრობენ.