17 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
საკანალიზაციო სისტემის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა სოფელ დიღომში - ადგილობრივები აქციებით იმუქრებიან

საკანალიზაციო სისტემის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა სოფელ დიღომში - გიორგი ბრწყინვალის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ერთი წლის წინ თბილისის მერიამ იმ პირობით, რომ უბანში კანალიზაციასა და გზას მოაწესრიგებდა, ტერიტორია მთლიანად გადათხარა.

მათი თქმით, სამუშაოები არ დასრულებულა და მოსახლეობას უკვე წელიწადზე მეტია გაუსაძლის პირობებში უწევს ყოფნა. ადგილობრივებმა სამუშაოების განახლების თხოვნით თბილისის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. იმ შემთხვევაში თუ ვითარება არ შეიცვლება, მოსახლეობა რადიკალური ზომების მიღებას აპირებს.

დღის ამბები