შეფერხება მეტროსადგურში - "სადგურის მოედანზე" მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ მეტრო თითქმის ნახევარი საათია მგზავრების გადაყვანას ვერ ახერხებს.
მიზეზი სავარაუდოდ, საბურთალოს ხაზზე ტექნიკური მიზეზით გამოწვეული მორიგი შეფერხება გახდა.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, მოძრაობა მხოლოდ 5 წუთით, ტექნიკური შეფერხების გამო იყო შეჩერებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ მთლიანად დაიცალა ერთ-ეთი შემადგენლობა და ის შემდგომ ვაგონს შეუერთდა.