17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
დიდ დიღომში წყლის მილი დაზიანდა - ადგილობრივების თქმით, დაზიანებული მილიდან, წყალი ძლიერი ჭავლით მოედინებოდა

დიდ დიღომში წყლის მილი დაზიანდა - პეტრიწისი ქუჩის მაცხოვრებლების ინფორმაციით, დაზიანებული მილიდან წყალი ძლიერი ჭავლით დაახლოებით ერთი საათის მანძილზე მოედინებოდა.

როგორც  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, დაზიანებულია წყალსადენის განშტოება. დაზიანების აღსადგენად ადგილზე მუშაობს კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, დაზიანებული მილი ახალაშენებული კორპუსთან მდებარეობს, სადაც მობინადრეები შესახლებული ჯერ არ არიან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები დაახლოებით 4-5 საათში დასრულდება, მოსახლეობას კი წყლის მიწოდება არ შეეზღუდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეს ქალაქში წყლის მილის დაზიანების მეორე შემთხვეააა. რამდენიმე საათის წინ მგალობლიშვილის ქუჩაზე, 2 დღის წინ დაზიანებული და გუშინ შეკეთებული მილი, ისევ გასკდა.

დღის ამბები