დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებას ბიბლიოთეკების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში არსებული ბიბლიოთეკების დახურვას და მულტიფუნქციური გაერთიანების შექმნას ითვალისწინებს, ბიბლიოთეკართა ნაწილი ეწინააღმდეგება.
მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლები "ლეიბორისტული პარტიის" მდივანს შეხვდნენ და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მათი შეფასებით, კალაძის გადაწყვეტილება უკანონოა, რის გამოც სასამართლოში სარჩელი აქვთ შეტანილი.
„კალაძემ აიხდინა საკუთარი ბავშვობის ოცნება, ჯავრი იყარა წიგნებზე და თბილისის მასშტაბით გააუქმა აბსოლუტურად ყველა ბიბლიოთეკა. შესაბამისად, ბიბლიოთეკარები დატოვა უმუშევარი. კალაძეს და მისნაირი უწიგნურებს უნდა მიუსაჯო კარცერ ლუქსი და აიძულო , რომ წიგნი წაიკითხონ, რომ მიხვდნენ ბიბლიოთეკისა და წიგნის მნიშვნელობას. ეს არის ანტი სოციალური, ანტი საგანმანათლებლო გადაწყვეტილება,“- განაცხადა გიორგი გუგავამ.