17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
თუშეთის გზაზე გადმოსული ტბა და ადგილობრივების პროტესტი - საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან

ახმეტის საკრებულოში, თუშეთის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ქვემო ალვანის მოსახლეობას ხვდებიან, რომლებიც თუშეთის 56-ე კილომეტრზე გზაზე გადმოსული ტბის ნაწილობრივ დაცლას ითხოვენ.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წიკლაურის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად ხვალ დილის 6 საათიდან დაიწყებს მობილიზებას. სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "არილმა" უნდა განახორციელოს.

მოსახლეობა, რომელიც პასუხის მიღებამდე საკრებულოს შენობას არ ტოვებდა აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან პრობლემის მოგვარებაზე საუბარი თითქმის დაგვიანებულია. რადგან მათი თქმით, ამის გამო ტურისტული სეზონი ვარდება და საქონლის გადაყვანა მათ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ.

ქვემო ალვანის მაცხოვრებლების თქმით, ისინი ტექნიკის მუშაობას მონიტორინგს გაუწევენ და პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს გამართავენ. 

რაც შეეხება თავად საკრებულოს სხდომას, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში პარალიზებული იყო. პროცესის ჩაშლა ადგილზე სოფელ ქვემო ალვანის მოსახლეობის მისვლამ გამოიწვია.

 

დღის ამბები