17 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
კერზაიას საქმე - საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას სარჩელის განხილვაზე უარი თქვა - საქმე ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის დადგენასა და მისი გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის სიმბოლურ ანაზღაურებას ეხებოდა.

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილის გადაწყვეტილებას შენგელია ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს. აქვე ბაჩანა შენგელია გიორგი გოგიჩაშვილისა და მასთან ერთად ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე თამარ ოქროპირიძის სამოტივაციო წერილის ნაწილს ავრცელებს, რომელიც ერთმანეთის იდენტურია. ის საქმით დაინტერესებისკენ არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს.

„ვითხოვდი მორალური ზიანის სიმბოლური თანხით, ერთი ლარით ანაზღაურებას ასევე პოლიტიკური დისკრიმინაციის დადგენას ია კერზაიას მიმართ. სასამართლომ, კერძოდ კი გიორგი გოგიჩაშვილმა მიიღო აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური და ყველანაირი კანონის დარღვევით გადაწყვეტილება. "კოპი-პეისტით" ერთმა მოსამართლემ ადმინისტრაციულის მოსამართლისგან პირდაპირ გადაიტანა თავის დასაბუთებაში, ეს ბუნებრივია არის უკანონო,“-ამბობს შენგელია.

დღის ამბები