ამ დროისთვის ყაზბეგში ყველა კერძო ვერტმფრენს, რომელიც ტურისტებს ემსახურება ფრენა შეწყვეტილი აქვს. როგორც ტრაგედიის ადგილიდან "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება და ავიაკატასტროფის მიზეზი ცნობილი გახდება, ადგილობრივი ხელისუფლება რეგულაციებზე მსჯელობას დაიწყებს.
ზაგაშვილი ამბობს, რომ ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. კატასროფისას გარდაცვლილ ცხედრებს კი რამდენიმე წუთში პროზექტურაში გადაასვენებენ.
„დაბის მიმდებარე დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა კერძო სასტუმროს ვერტმფრენი, სადაც იჯდა ეკიპაჟის სამი წევრი სამივე გარდაიცვალა. ამ წამსაც მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და დეტალები გვეცოდინება. მოხდება ცხედრების პროზექტურაში გადასვენება.
"არ არის ხშირი შემთხვევები, მოხდა ცუდი ფაქტი და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გვეცოდინება, რის გამო მოხდა რატომ მოხდა, ამის შემდეგ შეგვეძლება მსჯელობა, რა რეგულაციებია და როგორ არის საჭირო, ამ ეტაპისთვის ნაადრევია ამაზე საუბარი. არაფერი არ დაფრინავს ახლა. ყველა შეწუხებულები ვართ,“-აცხადებს ალექსანდრე ზაგაშვილი.
ავიაკატასტროფას ყაზბეგში სამი ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ყაზბეგში, დაახლოებით, 2 საათის წინ მოხდა. კომპანია "ავიატორის პლიუსის" კუთვნილი ვერტმფრენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.