17 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
"ნაწილები გასცვივდა, პირველ შეჯახებაზევე დაიღუპნენ“ - თვითმხილველი ავიაკატასტროფას იხსენებს

„ნაწილები გასცვივდა. პირველ შეჯახებაზევე დაიღუპნენ“ - ასე იხსენებს თვითმხილველი „კურიერთან“ ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალებს.

მწყემსის, რომელიც შემთხვევის ერთადერთი მოწმეა ამბობს, რომ დაინახა, როგორ დაეცა საფრენი აპარატი, შემდეგ ის ამობრუნდა. მისი განცხადებით, როდესაც ვერტმფრენს მიუახლოვდა, ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო. 

თვითმხილველი ჰყვება, რომ ვერტმფრენს ცეცხლი არ გასჩენია, დაიღვარა საწვავი, შენიშნეს კვამლი და ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. 

„პირველი შეჯახება დავინახე, სადაც მიცვალებულები არიან. იქ როგორ გაფრინდა, ვეღარ დავინახე. ნაწილები გასცვივდა. პირველ შეჯახებაზევე დაიღუპნენ,“ - განაცხადა თვითმხილველმა „კურიერთან“.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე პირი დაიღუპა, მათ შორის ერთი პილოტი ილიკო ბაიდაშვილია. ასევე შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ პილოტის თანაშემწე - გიდი კოტე საცერაძე და სასტუმრო "რუმსის" თანამშრომელი, შვეიცარი თორნიკე ოსიაშვილი. 

გარდაცვლილების ცხედრები შემთხვევის ადგილიდან პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. კატასტროფის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები