ავიაკატასტროფა, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - კომპანია „ავიატორის“ წარმომადგენლები ყაზბეგის პოლიციის განყოფილებაში იკთხებიან. მათი ადვოკატის თქმით, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც ფრენებსა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები არიან, სამართალდამცველებს მათხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდიან.
ადვოკატი კახაბერ წერეთელი ამბობს, რომ კომპანია დარწმუნებულია, რომ ვერტმფრენი ტექნიკურად გამართული იყო. მისი თქმით, ვერტმფრენი „ავიატორი“ გამოძიების შედეგებს ელოდება.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე პირი დაიღუპა, მათ შორის ერთი პილოტი ილიკო ბაიდაშვილია. ასევე შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ პილოტის თანაშემწე - გიდი კოტე საცერაძე და სასტუმრო "რუმსის" თანამშრომელი, შვეიცარი თორნიკე ოსიაშვილი.