იუსტიციის სამინისტროს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსიდან გიორგი მიქაუტაძის ჩამოშორებას ითხოვს.
ჯანეზაშვილის განცხადებით, მიქაუტაძე ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ კრიტერიუმებს. საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადის არასრულყოფილად შევსებას.
გარდა მიქაუტაძისა, არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და შერჩევის პროცესში არ უნდა მონაწილეობდეს მოსამართლე თამარ ონიანიც. არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, ერთ-ერთი კონკურსანტი მოსამართლე ონიანის ქმრის ძმაა.
ორივე საკითხს ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს.
„გიორგი მიქაუტაძე ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ კრიტერიუმებს, რადგან განაცხადი ვერ შეავსო სრულყოფილად და კანონი მოითხოვს, რომ განაცხადი სრულყოფილად იქნას წარდგენილი. ამასთანავე მიგვაჩნია, რომ თამარ ონიანი, რომელიც არის საბჭოს მოსამართლე წევრი, რადგან მისი მაზლი არის კონკურსანტი და აქ არის ძალიან ცალსახა ინტერესთა კონფლიქტი,“-აცხადებს ჯანეზაშვილი.