დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა მოხვდა.
რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის გავლენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე და ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები. ამით ბრიტანული მხარე რუსეთს, პასუხისმგებლობას აკისრებს ადგილზე ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილების, განათლების, ჯანდაცვისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვის გამო. ასევე ე.წ. გამშვები პუნქტების უმეტესობის დახურვაზე.