„ერთიან ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას საბაჟო გადასახადის ვადის შემცირების გამო აკრიტიკებს. ოპოზიციის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ადგილობრივ ბიზნესს უქმნის საფრთხეს, არამედ ქვეყანაში პოტენციური ბიზნესის შემოსვლას უშლის ხელს.
„ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, თუ საქართველოში ინვესტორები არ შემოვლენ, სამუშაო ადგილები შემცირდება, რაც პირველ რიგში უარყოფითად აისახება საქართველოს რიგით მოქალაქეებზე .
„შეღავათის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არის სიგნალი როგორც საქართველოში მოქმედი ბიზნესისთვის, ასევე პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არის არაპროგნოზირებადი. საბოლოო შედეგი არის ის, რომ პოტენციური ინვესტორი უარს ამბობს საქართველოში შემოსვლაზე, რაც პირდაპირ ურტყამს იმას, რომ აღარ იქნება სამუშაო ადგილები, პირიქით, მცირდება სამუშაო ადგილები და ის, რომ ლარს ძალიან დიდი წნეხი დაადგება. აი, აღნიშნული გადაწყვეტილებების ერთობლიობა ურტყამს ლარს, ურტყამს იმას, რომ იზრდება ფასები და მთლიანობაში მძიმე მდგომარეობაში ვარდება საქართველოს მოქალაქე,“- განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.