17 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
„ბილდინგ დეველოპერის“ მფლობელი "შაბათის კურიერის" ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლამდე დააკავეს

კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ მფლობელი, ალექსი სიხუაშვილი დააკავეს. ინფორმაცია „კურიერს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

კომპანიის მფლობელის შესახებმ სიუჟეტი „შაბათის კურიერმა“ ჟურნალისტური მოამზადა, რომლის ეთერში გასვლამდე, ნახევარი საათით ადრე სიხუაშვილი დააკავეს. 

კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი რეგიონებში გაზისა და წყლის გასაყვანად მიიღო, თუმცა ვალდებულებები ბოლომდე არ შეასრულა. „შაბათის კურიერის“ ჟურნალისტური გამოძიება სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით არის მომზადებული. 

კომპანიის ხელმძღვანელი სხვისი ქონების თაღლითურად მითვისების ფაქტზეა დაკავებული. კერძოდ, როგორც ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებენ, ალექსი სიხუაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შეასრულა. 

მას უნდა განეხორციელებინა წყლის ცენტრალური სისტემის რეაბილიტაცია, თუმცა სამუშაო არასათანადოდ შეასრულა და თაღლითურად, საბიუჯეტო სახსრები მიითვისა.

ალექსი სიხუაშვილს 6-დან 9 წლამდე თავისუფლებს აღკვეთა ემუქრება.   

 

დღის ამბები