ძლიერი წვიმა და სეტყვა გორში - უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. სამაშველო სამსახურში 10-მდე შეტყობინებაა შესული.
ძლიერი ნალექის გამო, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფები და კომერციული ფართები. სამაშელო სამსახურები ძირითადად წყლის ამოტუმბვის სამუშაოების ახორციელებენ. წყლის დონე მომატებულია საავტომობილო გზაზე.
ასევე, ძლიერი წვიმა დ სეტყვა დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. მოსახლეობა დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.