ხმაური მთაწმინდის #13 -ე და #14-ე უბნებთან. ადგილზე მისულ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს, საარჩევნო უბნის წინ საარჩევნო სიებით მობილიზებული „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დახვდათ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა კოორდინატორებს მიუთითეს, რომ ისინი ამ ფორმით ამომრჩეველზე ზეგავლენას ახდენდნენ, რასაც კამათი მოჰყვა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტები და ე.წ. ძველი ბიჭებიც შენიშნეს. მათ შორის იყო ნოდარ დობორჯგინიძე, რომელიც გასულ წელს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს.
მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნოდარ დობორჯგინიძე მთაწმინდის ამომრჩეველია და მას საარჩევნო უბანზე ყოფნას ვერ აუკრძალავენ.
„კრიმინალი რაში გამოიხატება, რომ ვიცოდე. თქვენთან რომ მოდიან ამომრჩევლები და ხმა რომ უნდა მისცენ ეკითხებით ნასამართლევია თუ არა? თქვენ რა ეუბნებით თქვენ ამომრჩეველს კრიმინალი თუ ხართ არ მოხვიდეთო. დახმარება რაში გამოიხატება, ადამიანს შეიძლება სჯერა, რომ "ქართულ ოცნებას უნდა დაუჭიროს მხარი. რა არის მაგაში?,“-განაცხადა ქართული ოცნების წარმომადგენელმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიებით საარჩევნო უბანთან დგომა კანონდარღვევა არ არის.