ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა მთაწმინდაზე 13 პროცენტია, რაც პირველ ტურთან შედარებით 3 პროცენტით მაღალი მაჩვენებელია. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მთაწმინდის ოლქში ხმის მიცემას, სხვა უბანში მცხოვრები ამომრჩევლები ცდილობდნენ. ასევე, საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის განცხადებით, ამ დროისთვის კომისიაში შესულია მხოლოდ ერთი საჩივარი, რომლის ავტორი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა."
"12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 13.2%, რაც რაოდენობრივად არის 5 814 ამომრჩეველი. მეორე ტურისთვის დახლოებით 3%-იანი ზრდა არის 12:00 საათის მდგომარეობით. არის ერთი საჩივარი დაფიქსირებული. საჩივარი არის დაწერილი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ და საჩივარი ეხება ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრის მიერ წილისყრის პროცედურაზე მონაწილეობის შესახებ უარის თქმას,“-განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.