17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
ინციდენტი მე-18 უბანზე - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მუქარის შემცველი განცხადებების გამო, გამოკითხვაზე გადაიყვანეს 

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მთაწმინდის მე-18 უბანზე - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მამაკაცი სამართალდამცველებმა, ვერის პოლიციაში, მუქარის შემცველი განცხადებების გამო გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი, არასამთავრობო ორგანიზიციის დამკვირვებელს დაუპირისპირდა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა. 

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც დამკვირვებელი დაინტერესდა, რატომ ისმოდა მე-18 საარჩევნო უბანთან გინების ხმა. სწორედ ამ კითხვით მიმართავდა ის საარჩევნო უბანთან მყოფ ერთ-ერთ პირს, პარალელურად კი მობილური ტელეფონით ვიდეოს იღებდა. ამავდროულად, ადგილზე მყოფი მეორე პირი, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ამ ფაქტმა გააღიზიანა და ამომრჩეველს ვიდეოს გადაღების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.   

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი, დამკვირვებლის კითხვამ იმენად გააღიზიანა, რომ ტელეფონის დამტვრევით და ფიზიკური შეურაცხყოფით დაემუქრა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები