„ამ სისტემის რღვევა დაიწყო კალანდიას დაჭერის დღიდან“-ამის შესახებ განცხადება ზაზა სარალიძემ გადაცემა "კვირის აქცენტებში" საუბრისას გააკეთა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიამ იმუშავა კარგად და დადო ამომწურავი დასკვნა, სადაც არა მხოლოდ უშუალო მკვლელებზე, არამედ სისტემურ დანაშაულზე იყო საუბარი. თუმცა, მისი შეფასებით სწორედ მაშინ დაიწყო ამ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრა, როცა მიხელ კალანდია დააკავეს.
ზაზა სარალიძემ დღეს მადლობა გადაუხადა ყველ იმ პირს, ვინც მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში არსებულ ხარვეზებს მასთან ერთად აპროტესტებდა. მათ შორის მან დაასახელა ელისო კილაძეც და თქვა, რომ ის აქციებზე გაიცნო და მანამდე ელისო კილაძესთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
„გავიცანი ქალბატონი ელისო, უკვე ისე ვიყავი ნდობის ფაქტორი დაკარგული მქონდა ყველას მიმართ. მთელი ჩემი ყველაზე უახლოესი ადამიანის, ჩემი სასტიკად მოკლული შვილის ბებია მეუბნება, რომ ეს ქალი შენ დაგიდგება გვერდითო. მე უფლება არ მქონდა, ინგას სიტყვა არ მიმეღო. მე ქალბატონ ელისოს იმ დღიდან ვუყურებ როგორც ჩემს დედას და ჩემს დას,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.