გორთან, ავტობანზე, მდინარე ლიახვის ხიდთან საპატრულო პოლიციის ავტომობილი ამოტრიალდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შემთხვევა ადგილობრივი ონლაინ გამოცემის ჟურნალისტმა გადაიღო.
„QARTLI.GE”-ს ჟურნალისტის, საბა წიწიკაშვილის თქმით, შემთხვევის გადაღებისას მას სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობის საშუალება არ მისცეს.
ჟურნალისტის განცხადებით, მის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.