17 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
„თუ დააპირებენ აღლუმის ჩატარებას, ჩვენ დავდგებით... თუ გამოიყვანენ ძალას, დაგვარბევენ, გაიარონ“ - სასულიერო პირები ლგბტ კვირეულს აპროტესტებენ 

სასულიერო პირები საქართველოში ლგბტ კვირეულის ჩატარებას აპროტესტებენ. ისინი აღნიშნულ ღონისძიებას გარყვნილების პროპაგანდად მოიხსენიებენ და აცხადებენ, რომ მშვიდობიანი ფორმით ხელის შეშლას შეეცდებიან. სამღვდელოება ხელისუფლებასაც მიმართავს და მსგავსი საჯარო აქტივობების აკრძალვისკენ მოუწოდებს.  

"ეკლესია შეეწინაღმდეგება თუ არა ამას? რა თქმა უნდა, შეეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, ისე, როგორც ამას აკეთებდა ყოველთვის. რაც არის ჩვენი ძალა პირველ რიგში, ეს არის ქადაგება. თუ ეს ადამიანები დააპირებენ აღლუმის ჩატარებას, ჩვენ დავდგებით. თუ გამოიყვანენ ძალას ჩვენ წინააღმდეგ და გაგვწევენ, დაგვარბევენ, გაიარონ,“- დეკანოზი დავით ნოზაძე.

უმცირესობების უფლებადაცვისადმი მიძღვნილი კვირეული სტარტს, 18 ივნისიდან აიღებს. კვირეულის ფარგლებში სხვა და სხვა აქტივობები და კონფერენციებია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ასეთ აქტივობად „თბილისი პრაიდი“ განიხილებოდა, რომლის ორგანიზატორებს პოლიციამ აცნობა, რომ მათ უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერ აიღებდა. 

დღის ამბები