17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
უსაფრთხოების გარანტია - "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები შსს-ს, პრეზიდენტს, პრემიერს და ომბუდსმენს მიმართავენ 

"თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები, უსაფრთხოების გარანტიის მიღების მიზნით, შს მინისტრს, პრეზიდენტს, პრემიერსა და სახალხო დამცველს მიმართავენ. ოთხივე უწყებას ოფიციალური წერილები გაეგზავნებათ, მთავარი მოთხოვნა კი კვირეულის განმავლობაში უსაფრთხოების დაცვა იქნება.

"პრაიდის" ორგანიზატორები გეგმას, რომელიც შეკრების ადგილს, მონაწილეთა რაოდენობასა და ტექნიკურ დეტალებს ეხება, შს სამინისტროს თავად შესთავაზებენ.

„მარტის თვიდან ვცდილობთ, რომ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები სახელმწიფოსთან. ბოლო შეხვედრაზე, სრულიად გამაოგნებელი განცხადება გააკეთეს, რომ ისინი არ აპირებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვას, თბილისის არც ერთ საჯარო ადგილას. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით, რომ მათ გააგრძელონ, განაახლონ მოლაპარაკებები ორგანიზატორებთან“ - განაცხადა ”თანასწორობის მოძრაობის” სამართლის ოფიცერმა, ნინო ბოლქვაძემ. 

დღის ამბები