ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა. ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ფაქტი გააძლიერებს ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულებას.
დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია რეგისტრირებული. ამჟამად კათედრაზე მიმდინარეობს "ვეფხისტყაოსნის" თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნა, რომელშიც ენათმეცნიერების ინსტიტუტის სტუდენტები არიან ჩართული.