17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ხმაური ყოფილი რადიო ქარხნის ტერიტორიაზე - დევნილები მერიის საკუთრებაში არსებულ შენობაში შეიჭრნენ

ხმაური ყოფილი რადიო ქარხნის ტერიტორიაზე - დევნილები მერიის საკუთრებაში არსებულ შენობაში შეიჭრნენ. ისინი ხელისუფლებისგან ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში ტერიტორიას არ დატოვებენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

„ყველა ვცხოვრობთ ქირით, ქალბატონო... ზოგიერთს ის ქირაც არ აქვს, უსახლკაროები ვართ, კერძო საკუთრებაში არ გვაქვს არაფერი არანაირად და მოგვაქციონ ყურადღება, თუნდაც ქირით დაგვაფინანსონ, რამენაირად დაგვეხმარონ, თუნდაც ერთჯერადად. არაფრის საშუალება არ აქვს ხალხს და აი, ამ დანგრეული შენობიდანაც კი აგდებენ,“- განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა თამარ რიხვაიამ.

დღის ამბები