17 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
5 წლის ბავშვს, რომელზე ძალადობაშიც მამას ადანაშაულებენ დაზიანებები სხეულზე ეტყობა

5 წლის ბავშვს, რომელზე ძალადობაშიც მამას ადანაშაულებენ, დაზიანებები სხეულზე ეტყობა - ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალური მომსახურების სააგენტოში ადასტურებენ. 

არასრულწლოვნებზე ძალადობის მორიგი შემთხვევა იმავე ოჯახში მოხდა, სადაც ერთი ბავშვი სავარაუდოდ, უკვე შეეწირა ფიზიკურ ძალადობას. ამჯერად სამართალდამცველებმა გარდაცვლილი 4 წლის ნონო ზალინაშვილის მამინაცვალი დააკავეს.

ამჯერად ძალადობის მსხვერპლი 5 წლის ბიჭია. შემთხვევა სავარაუდოდ, ბავშვის ოჯახში თანაცხოვრების პერიოდში მოხდა, რადგან 4 წლის ნონო ზალინაშვილის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფომ  ბავშვები სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადაიყვანა.

„როგორც კი დაფიქსირდა არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტი, ბავშვები მყისიერად გადაყვანილ იყვნენ გადაუდებელ მინდობით აღზრდაში. ჩაუტარდათ ექსპერტიზა და ერთ-ერთზე დადასტურდა ფიზიკური ძალადობის კვალი. ბავშვებთან ჩართულები არიან ფსიქოლოგები, ნევროლოგები და ისინი მუდმივად იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ამ ეტაპზე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსმა, ეთერ ცხაკაიამ.

დაკავებულის ახლობლები ირწმუნებიან, რომ არკადის ბავშვებზე არასდროს უძალადია. მათივე თქმით, დამნაშავე არ არის არც დედა.

„არც დედა არის დამნაშავე ახლა და არც არკადი, ტყუილად სხედან ახლა ციხეში. ბავშვთან გერობა არ ჰქონია არკადის, როგორც მამა-შვილი ისე იყვნენ, ყველაფერს უკეთებდა,“ - განაცხადა არკადი ძავაშვილის ახლობელმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები