ავტოსაგზაო შემთხვევას ბელიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. დანაშაული სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: არქივი.