17 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
კრემლის ცრუ პროპაგანდის ორი იარაღი - Russia Today და Sputnik თბილისში ჟურნალისტებისთვის ტრენინგებს ატარებს

კრემლის ცრუ პროპაგანდის ორი მთავარი იარაღი - Russia Today და Sputnik ქართველ ჟურნალისტებს წვრთნიან. ევროკავშირის სტრატკომის ანუ დეზინფორმაციის გამოვლენის ვებგვერდზე რუსული მედიასაშუალებების - Russia Today-სა და Sputnik-ის შესახებ წერია, რომ ისინი შეიქმნენ რუსეთის პრეზიდენტის პირადი ბრძანებით, არიან მიკერძოებულები და ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას.

თბილისში სწორედ ამ საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები ატარებენ ტრენინგს ფეიკნიუსებთან ანუ ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის შესახებ.

ყველაზე მეტად ამ სწავლებით გაზეთები “ასავალ-დასავალი“ და „საქართველო და მსოფლიო“ არიან დაინტერესებული. 

ტრენინგთან დაკავშირებით კითხვები არსებობს ხელისუფლებასთანაც, რომელიც არანაირად არ რეაგირებს ოკუპანტი ქვეყნის მთავარი იდეოლოგიური იარაღის მოქმედებაზე საქართველოში. 

 

დღის ამბები