საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ისრაელში მასობრივ დაკავებას უარყოფს. ლაშა დარსალია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება არ ჰქონდათ და ამიტომ ისინი დეპორტაციას დაექვემდებარებიან.
"არანაირი სპეცოპერაცია და განსაკუთრებით ქართველების მიმართ არ ტარდება. ისრაელის საემიგრაციო სამსახური პერიოდულად ამოწმებს თუ რამდენად აქვს პირს ლეგალურად ყოფნის უფლება. ასეთი შემთხვევა გვქონდა საქარათველოს რამდენიმე მოქალაქესთან,"-აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.