17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ქამრან ბაირამოვი სიღნაღის სასამათლომ პატიმრობაში დატოვა

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ქამრან ბაირამოვი სიღნაღის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საზარელი შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში პირველად 2015 წელს მოხდა. 14 წლის გოგონა რამდენიმე მამაკაცმა მოიტაცა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ბაირამოვმა ის გააუპატიურა.  მოძალადე მამაკაცი მაშინ არ დაუკავებიათ, ის მიმალვაში იმყოფებოდა. 2019 წლის აპრილში კი, ბრალდებულმა გოგონა მეორედ მოიტაცა. დაზარალებული ამ დრომდე მოძალადის სახლში ცხოვრობდა. საქმის არსებითი განხილვა ერთ თვეში გაგრძელდება.

დღის ამბები