თავდასხმა ომანის ყურეში დილის საათებში მოხდა. ერთი ტანკერი ნორვეგიულ კომპანიას, მეორე კი იაპონურს ეკუთვნოდა. ირანი ირწმუნება, რომ მეზღვაურები ორივე ტანკერიდან ირანის სამაშველო გემებმა გადაარჩინეს. ერთი ტანკერის ბორტზე - 23, მეორეზე კი 21 მეზღვაური იმყოფებოდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმა იაპონურ ტანკერზე საეჭვოა, რადგან იმ დროს მოხდა, როდესაც პრემიერი სინძო აბე ირანის სულიერ ლიდერს ხვდებოდა.
თავად იაპონური ტანკერის მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ტანკერს ნაღმი მოხვდა.
ცეცხლი რამდენიმე ტანკერს ერთდროულად გაუხსნეს, რასაც ხანძარი და აფეთქებები მოჰყვა.
ანალოგიური თავდასხმა რეგიონში 12 მაისსაც მოხდა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების სანაპიროსთან მაშინ 4 ტანკერზე მიიტანეს იერიში.