17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
პოლიციის მხრიდან ძალადობა და გაუპატიურების მუქარა არასრულწლოვანზე - ცენტრ "ემპათიას" საქმის მასალები არ გადასცეს

ძალადობა და სექსუალური ხასიათის მუქარა არასრულწლოვანზე - ბოლნისის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საქმის მასალები ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ ცენტრ ”ემპათიას” არ გადასცა.

გადაწყვეტილების გასაჩივრებას წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი, მთავარ პროკურატურაში აპირებს. მარიამ ჯიშკარიანი ფაქტს ადვოკატისა და დაზარალებულის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. პარალელურად, მზადდება საქმის მასალები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადასაგზავნად.  

ემპათიაში" დაინიშნა კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით,შემდგომში ჩვენ მივმართეთ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას და მოვთხოვეთ სისხლის სამართლის საქმის მასალები, მივიღეთ სრულიად უადგილო უარი. რა თქმა უნდა, ჩვენა მას გავასაჩივრებთ, ასევე საქმე მომზადდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში,“-აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

დღის ამბები