17 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
10-მა, 11-მა პროცენტმა დატოვა საპენსიო სქემა - საპენსიო სააგენტოს დირექტორი

„ამ ეტაპზე ჩვენთან გაწევრიანებული არის 809 ათასი ადამიანი, ეს არის საკმაოდ მაღალი რიცხვი და აღემატება ჩვენს მოლოდინებს,“ - ეს განცხადება, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ გააკეთა.

ლევან სურგულაძე დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით საუბრისას ამბობს, რომ მათი რიცხვი იზრდება.

სურგულაძის თქმით, საპენსიო სისტემა ადამიანების მხოლოდ 11-მა პროცენტმა დატოვა. მისივე განმარტებით, საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველთა რიცხვი თავიდან გაცილებით მაღალი იყო.

„ამ ეტაპზე ჩვენთან გაწევრიანებული არის 809 ათასი ადამიანი, ეს არის საკმაოდ მაღალი რიცხვი და აღემატება ჩვენს მოლოდინებს და აქედან 10-მა 11-მა პროცენტმა დატოვა სქემა, ჯერჯერობით, ასეა, ეს მონაცემი გვაქვს. ადრე იყო უფრო გაზრდილი აქტივობა ამ სქემის დატოვების მხრივ, ახლა ეს აქტივობა შემცირდა. ჩვენ ყოველდღიურად გვემატება ახალი გაწევრიანებული. ეს სქემა, რომ 40 წლის მერე ვინც იყო დასაქმებული, რომ ერთვება და აქვს გასვლის უფლება სამ თვეში, ეს განპირობებულია იმით, რომ ადამიანმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომ შეხედოს, იქნებ კარგია, იქნებ მოსწონს, ნახოს რამდენი დაეზოგა და მერე მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, სამ თვეში გავიდეს უკან და მას სრულად უბრუნდება ყველაფერი დარიცხული სარგებლის ჩათვლით,“ - განაცხადა სურგულაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები