ოჯახში ძალადობის მზარდი დინამიკა და გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივა. ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა გამყრელიძის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის „ჰუმანიუმის“ ბოლო კვლევებით, ბავშვთა უფლებების დაცვის ინდექსით, საქართველო 197 ქვეყნიდან, 107 ადგილზეა. ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.
გაერთიანებული ოპოზიცია უფასო იურიდიული კონსულტაციას სთავაზობს ნებისმიერ პირს, ვინც ძალადობს მსხვერპლია.
„მოვუწოდებთ იმ ოჯახებს, სადაც შესაძლებელია იყოს ოჯახური ძალადობა ბავშვებზე ძალადობა, მოვიდნენ ჩვენთან ჩვენ მათ გავუწევთ უფასო იურიდიულ დახმარებას, თუ ამის აუცილებლობა იქნა ჩვენ მათ დავაკავშირებთ ფსიქოლოგებთან და გავუწევთ ფსიქოლოგიურ დახმარებას,“-განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.