19 მაისი 2024,   04:11
ვრცლად
უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე - გარდაიცვალა ერთი მამაკაცი, დაშავებული კი კლინიკაში გადაჰყავთ

უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე - გარდაცვლილია ერთი მამაკაცი. ცხედარი მაშველებს ავტომობილიდან ამ წუთებში ამოჰყავთ. გარდაცვლილი ახმეტის მკვიდრია.

დაშავებულია ავტომობილის მძღოლი, რომელიც  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მერვე კილომეტრზე კი პოლიციაა მობილიზებული და თუშეთში წამსვლელების გადაადგილება აკრძალული აქვთ, რადგან ოფიციალური ინფორმაციით, ადგილზე უამინდობაა და მოძრაობა უსაფრთხო არ არის.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა თუშეთში, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ავტომობილში, რომელიც ხევში გადავარდა, საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ისინი თუშეთიდან კახეთის მიმართულებით ბრუნდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

რაც შეეხება ავარიის მიზეზს, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ხევში გადავარდა.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

შემთხვევის ადგილიდან პირველი ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე.

დღის ამბები