17 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს - სახალხო დამცველი "თბილისი პრაიდის" შესახებ საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც სასულიერო პირები მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ დაუშვან "თბილისი პრაიდის" დაანონსებული მსვლელობა.

საპატრიარქოს განცხადებაში წერია, რომ ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება, როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.
ასევე ნათქვამია, რომ LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები, უცხო ქვეყნებს აწვდიან ინფორმაციას შევიწროების შესახებ და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ.

საპატრიარქო გარდა ხელისუფლებისა, მიმართავს სახალხო დამცველს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება.

საპატრიარქოს ერთ-ერთი ადრესატის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პირველ რიგში მოქალაქეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი უნდა სცენ კონსტიტუციას, სადაც აღნიშნულია, რომ განურჩევლად ყველა ადამიანს აქვს ღია ცის ქვეშ შეკრებისა და  საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება. 

ნინო ლომჯარია-ის სურათის შედეგი„ჩვენ პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ,  საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ამ ქვეყანაში უზენაესი კანონია, სადაც წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი მსოფლმხედველობისა თუ ღირებულებისა, თუ სხვადახვა ჯგუფებისადმი კუთვნილებისა, აქვთ უფლება მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ ღია ცის ქვეშ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ასევე სამართალდამცველებს, რომ დავიცვათ და პატივი ვცეთ სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი ხედვები ჩვენთვის,”-აცხადებს ნინო ლომჯარია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის მოძრაობის” წევრი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ საპატრიარქოს განცხადება პირდაპირ ახალისებს სიძულვილს. მისი თქმით, ეკლესია მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ უნდა იყოს მოწოდებული.

თაბაგარი პრაიდი-ის სურათის შედეგი"სიკეთეს უნდა ქადაგებდეს ეკლესია და ეს განცხადება არცერთ ამ პრინციპთან არ არის ახლოს ის მოუწოდებს მოქალაქეებს ძალადობისკენ. ჩვენ ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იდეისთვის და იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში უმცირესობების მდგომარეობა შეიცვალოს,"-აცხადებს თაბაგარი. 

საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძეც. მისი თქმით, საპატრიარქოს შეუძლია გაავრცელოს ნებისმიერი განცხადება, თუმცა აქ მნიშვნელოვანია რა პოზიციას გამოხატავს ხელისუფლება, უზრუნველყოფს თუ არა ის მოქალაქეების უფლებების დაცვას. 

სულხან სალაძე-ის სურათის შედეგი"ეს არის სერიოზული გამოცდა ხელისუფლებისთვის. მესმის რომ ხელისუფლება არ არის მარტივ სიტუაციაში, რადგან რაც არ უნდა თქვას, მას დააზიანებს, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ამოსავალი არის ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა, კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია,"-აცხადებს სულხან სალაძე.

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვა დაანონსეს. აქცია, დაახლოებით, ერთ საათში დაიწყება და მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ დაუშვან მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები