თბილისში, ანტონოვსკაიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეზობლების განცხადებით, სახლში არავინ ცხოვრობდა.
მიტოვებულ შენობაში დაიწვა მეორე სართული და სახურავი. სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ადგილზე მუშაობენ.
„კვამლი იყო, თან ქარი ამოვარდა იმ პერიოდში. შეგვეშინდა. ღობე იყო, მოარღვიეს ბავშვებებმა, შედიოდნენ, თამაშობდნენ, სავარაუდოდ, მაქედან არის, მიზანმიმართულად არ მგონია,“ - ამბობენ ადგილობრივები.