მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ ვითარება არაერთხელ დაიძაბა. სამართალდამცველებმა 20-ზე მეტი პირი დააკავეს.
„(ჰომოსექსუალები) თუ არ შეინანებენ ჯოჯოხეთში დაიწვებიან,“ - ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.
ისინი "თბილისი პრაიდის" ჩატარების შეზღუდვას ითხოვენ და საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებას იზიარებენ, სადაც სასულიერო პირებმა ხელისუფლებას მოსთხოვეს, არ მისცეს ორგანიზატორებს თბილისი პრაიდის ჩატარების უფლება.
"თბილისი პრაიდის" ჩატარების ორგანიზატორები კი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და აქციას მართავდნენ სახელწოდებით “სახელმწიფო, სად ხარ?”
მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ "თბილისი პრაიდის" ჩატარების ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები დაიშალნენ. მოგვიანებით კონტრაქციის მონაწილეებმაც დატოვეს ტერიტორია.