17 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
თუშეთის გზაზე ავტოავარიისას დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში რჩება

თუშეთის გზაზე ავტოავარიისას დაშავებული მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ის თელავის ყამბარაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას. ალექსანდრე ბიძინაშვილს მსუბუქი თავის ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობა აქვს მიღებული და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დაშავებული მამაკაცი სამართალდამცველებმა საავადმყოფოში დაკითხეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფშაველი- აბანო-ომალოს გზის 25-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 წლის კონსტანტინე ღუზარაული დაიღუპა, დაშავებული კი ავტომობილის მძღოლია.

ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები