17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
9 წლის ქართველი ვუნდერკინდი მუსიკოსის კონცერტი

9 წლის ქართველი ”მოცარტის” პირველი კონცერტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ცოტნე ზედგინიძემ 2 საკუთარ კომპოზიასთან ერთად, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა.

მის მიერ შერჩეული პროგრამა და მთლიანად კონცერტი პატარა კომპოზიტორმა დედის, ირინა სულხანიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

„მთელ პლანეტაზე, სადაც 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მე არ ვიცი, თუ არსებობს სადმე ასეთი ანალოგი, მაგრამ ეს თუ არსებობს, არსებობს ძალიან ცოტა რაოდენობით. ამიტომ ის არის ღვთის რჩეული, რომელიც საჩუქრად ჩვენს ქვეყანაში გვყავს“, - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

დღის ამბები