17 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს წესიერების დაცვას, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში - გურამ ფალავანდიშვილი

„იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს წესიერების დაცვას, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონტრაქციის ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა. 

კონტრაქციის წარმომადგნლების განცხადებით, მათი მხარდამჭერები უსამართლოდ დააკავეს. ისინი "თბილისი პრაიდის" ჩატარებას ეწინააღმდეგებიან. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულ სამ პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 1000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. 

„უწესობის პროპაგანდირება უნდა აილაგმოს.  სახელმწიფო არის ვალდებული, რომ ძალით აღკვეთოს ნებისმიერი უწესობა, ნებისმიერი ცუდი საქციელი და როდესაც სახელმწიფო ამას არ აკეთებს, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება თავის ხელში და ხალხმა უნდა აღკვეთოს ეს უწესობა და ძალადობა. როდესაც ოძელაშვილებს დააპატიმრებ, მრავალშვილიან მამებს დააპატიმრებ და ქართველ ვაჟკაცებს, ვისაც წესრიგის დაცვა უნდათ, შენ უკვე ხარ თვითონ მოძალადე სახელმწიფო“, - განაცხადა კონტრაქციის ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა.

აქციაზე დაკავებულები სამართალდარღვევას არ აღიარებენ. მათი განცხადებით, პოლიციის კორდონი სასულიერო პირების დაცვის მოტივით გაარღვიეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები