76 წლის გერმანელი ტურისტი სეირნობის დროს ველოსიპედიდან გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზაა დანიშნული.