17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
14 ივნისის ძალადობის ავტორები სასამართლომ 1000 ლარიანი ჯარიმებით გაათავისუფლა

14 ივნისის ძალადობის ავტორები სასამართლომ 1000 ლარიანი ჯარიმებით გაათავისუფლა. ჟურნალისტებზე, სახალხო დამცველის მოადგილეზე, სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმები საქართველოში 1000 ლარი ღირს. გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან კონსტიტუცია დაირღვა, საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება.

ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში უფლებადამცველი ნატა ფერაძე ხელისუფლებას ადანაშაულებს. ფერაძე, რომელიც ლევან ვასაძის რადიკალური დაჯგუფების აგრესიის ობიექტი გუშინ ღამით რამდენჯერმე გახდა, ძალოვნებს ყველას დასჯას სთხოვს, ვინც კანონი დაარღვია. სამოქალაქო აქტივისტი წინასწარ აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დაჯგუფების კონტროლი „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება.

რადიკალთა დაჯგუფების წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან თავს ესხმოდნენ ლგბტ-თემის წარმომადგნელებს, მათ მხარდამჭერებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს. აგრესიის ობიექტი გახდა სახალხო დამცველის მოადგილეც. გიორგი ბურჯანაძე გამოხატვის თავისუფლების ამ ფორმით შეზღუდვის საშიშ ტენდენციაზე საუბრობს და ყურადღებას პოლიციის უმოქმედობაზე ამახვილებს.

გარანტირებული დაუსჯელობის სინდრომი მოძალადეებს, ანტიკონსტიტუციური ქმედებები და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წახალისება - ასე აფასებს გუშინ განვითარებულ პროცესებს ელენე ხოშტარია. „ევროპული საქართვლოს“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გუშინ მთელი ღამის განმავლობაში აქციაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ხელისუფლება დუმილით უარს საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე აცხადებს.

ინგოროყვას ქუჩაზე განვითარებულ პროცესებს ხელისუფლების დუმილს და უუნარობას უკავშირებს თამარ კორძაია. მისი განცხადებით, კონტრაქციის მონაწილეები საპატრიარქოსგან მართული ჯგუფია და ეს გუშინ გავრცელებული განცხადებითაც დადასტურდა. 

ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების და გამოხატვის თავისუფლების დაცვას სთხოვენ ლგბტ-თემის წარმომადგნელები. ისინი „თბილისი პრაიდის“ გამართვას რადიკალური დაჯგუფებების პროტესტის და წინააღმდეგობის მიუხედავად, მომავალ კვირაში გეგმავენ.

ის ქართველი მამაკაცები კი, ვინც საქართველოს რეპუტაციას ძალადობით და მმართლმადიდებლობის სახელით იცავს, ხვალ 8 საათზე ვერის პარკში იკრიბებიან. აქციაზე ორგანიზატორები მხოლოდ მამაკაცებს ელოდებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები